გიორგი გახარიამ, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, განაცხადა, რომ დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ცდილობს დაგვაბრუნოს წარსულში
01-09-2021, 22:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სია და საქართველოს ქალაქებში მერობის კანდიდატები წარადგინა. თბილისის მერობის საარჩევნო ბრძოლაში გიორგი გახარია თავად ჩაერთო.

 

 

„ბევრი ჩვენგანი წლების წინ გავერთიანდით „ქართული ოცნების“ ირგვლივ. ეს არ იყო ორგანიზაცია ქართული ოცნება - ეს იყო ფასეულობებზე დაფუძნებული ერთობა, ეს იყო ოცნება უკეთეს წარმატებულ საქართველოზე, ეს იყო ოცნება სამართლიან, კეთილსინდისიერ გარემოზე! სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს უკვე დაავიწყდათ ეს იდეალები და ეს ფასეულობები. ეს ხალხი დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი, სულ უფრო და უფრო ცდილობს დაგვაბრუნოს წარსულში. ჩვენთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ორგანიზაცია ქართული ოცნება, თავისი უსუსურობით შეუწყობს ხელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას თუ ზუსტად იგივე მეთოდებით გაუსწორდება საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ სახიფათოა, ამ ორი ძალის მარტო დატოვება.

 

 

„ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სახიფათოა, ამ ორი ძალის მარტო დატოვება. უფრო მეტსაც გეტყვით - თითოეული ჩვენგანისთვის ეს იმ ფასეულობების, იმ იდეალების, უკეთეს საქართველოზე ოცნების ღალატი იქნება, თუ ჩვენ ამ ორ ძალას ერთმანეთის პირისპირ მარტო დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებთან! ფაქტობრივად, გამოვა, რომ ჩვენ არჩევანს შევუზღუდავთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს! ამიტომ, მაშინ როდესაც ქართული ოცნება სულ უფრო და უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და მათ შორის თითქმის უკვე წაშლილია ზღვარი, ჩვენ ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას და ვამბობთ, რომ: თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ დასახლებულ პუნქტში ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად!“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი