საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა
02-09-2021, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.

 

 

თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანს ეროვნული გვარდიის უფროსმა უმასპინძლა. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე უკრაინულ დელეგაციას პრეზენტაციის სახით წარედგინა ინფორმაცია ეროვნული გვარდიის შესახებ. საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის რეზერვის, მობილიზაციისა და რეკრუტირების სისტემის განვითარების საკითხებს, ასევე ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.

 

 

შეხვედრის ბოლოს გენერლებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი