მარგველაშვილი იანუკოვიჩს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
19-02-2014, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი ვიქტორ იანუკოვიჩს მომიტინგეების მიმართ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 


"მინდა, გამოვხატო უაღრესი შეშფოთება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ამ მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა და ასობით ადამიანი დაიჭრა. მინდა, გამოვუცხადო სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ოჯახს. მიმაჩნია, რომ სიტუაცია კიევში საგანგაშოა. მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი. ვუერთდები ჩემი კოლეგების, ევროპის ლიდერების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ჩვენ მანამდეც გავუსვით ხაზი, რომ უმაღლეს ხელისუფალთათვის ყველაზე მაღალი ღირებულება არის ადამიანთა სიცოცხლე და ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ჭრილში გადაწყდება", – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=11282 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი