სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით დაწყებულ გამოძიებას წიკლაური აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ქმედებები და საუბარი მიმართული იყო თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიის დასაცავად, რომელსაც საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან ემუქრებოდა.
„ეს არის ნამდვილი აბსურდის თეატრი, თითქოს ეს არის ამბოხება და შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც „რუსთავი-2“-ს, როგორც თავისუფალი მედიის ერთ-ერთ წარმომადგენელს დაემუქრა საფრთხე ხელისუფლების მხრიდან, როგორც საქართველოს მოქალაქეს მქონდა მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არ დამეშვა თავისუფალი აზრის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის მოსპობა.“- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „რუსთავი-2“-თან საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.