ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება არხები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა. სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას შესაბამისი კომისია ითვლის.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.