გიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
03-09-2021, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), აგრძელებს რა აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიურ მისიებთან, მათ პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე აქტივობების თაობაზე. პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა დღეს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისგან დეტალურად გაიგო თუ რა ღონისძიებებს ატარებს საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე კენჭისყრის დღეს უბანზე.

 


შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. კარლ ჰარცელმა გიორგი კალანდარიშვილს ადმინისტრაციის საქმიანობაში მხარდაჭერაც გამოუცხადა.

 

 

„ბატონ ჰარცელს განსაკუთრებით აინტერესებდა კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ თუ რა ზომებს იღებს საარჩევნო ადმინისტრაცია იმისთვის რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ. მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამ პროცესში და განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებიც,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

ცესკოში გამართულ შეხვედრაში, ევროკავშირის ელჩთან და ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ელჩის მოადგილე ჟულიენკრამსიც მონაწილეობდა.

 

კომენტარები: 1
#1   Samara
      
My partner and I stumbled over here coming from a different page and thought I should check things out.
I like what I see so now i'm following you. Look forward to looking over your web page again.

Here is my web site Larae
30 ოქტომბერი 2021 03:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი