გუშინ, „მთავარმა არხმა“ მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა, კერძოდ, მინდა მოსახლეობას ავუხსნა, ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ არის აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და პროტოკოლით განსაზღვრული ვადა მეორე აცრისთვის, არ გასულა.
„თქვენ იცით, ესწრებოდით კიდეც, მე ერთხელ ვარ აცრილი „ფაიზერით“ და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, პროტოკოლით განსაზღვრულია 21-28 დღე ან მაქსიმუმ 42 დღემდე, ჯერ არ არის გასული 28 დღე, მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ავიღე გაყალბებული კოვიდ-ბარათი. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც ჩემი დავალებით იუსტიციის სამინისტრომ დაამზადა და ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს. ეს ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას, თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ, ბოლო PCR-ტესტის შედეგები და ასევე, მას ჰქონდა თუ არა გადატანილი კოვიდი. ეს არის ძალიან მარტივი საინფორმაციო ბარათი, რომელსაც დავარქვით კოვიდ-ბარათი. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტყუილებით საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში და 9 სექტემბერს რომ დამინიშნეთ აცრა. თქვენი ორგანიზაცია და თქვენი ტელევიზია სამწუხაროდ ეწევა ამ დემაგოგიას და ტყუილის ტირაჟირებას. იკითხეთ ხოლმე, გაარკვიეთ, გადაამოწმეთ და შემდეგ ისე გაავრცელეთ ინფორმაცია. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება და დაინტერესება გამოიჩინეს. მე მივესალმები ამ ფაქტს. არ შეიძლება, ადამიანის ნებართვის გარეშე მისი პირადი მონაცემების გამოყენება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.