ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისს ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა - მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით, რომელიც, მილიარდი ევრო ჯდება და სააკაშვილმა მილიარდი გადაიხადა 3 შენობაში, ეს არის განსხვავება
04-09-2021, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა - მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს , ქუთაისიდან პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 


პრემიერის თქმით, პარლამენტის შენობა 360 მილიონი დაჯდა და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პარლამენტი ისევ დაბრუნებული იქნა თბილისში.

 


„კითხვა რაში მდგომარეობს, რატომ წავიღეთ? არ შეიძლება ასეთი საუბარი, ქუთაისს წაართვეს მომავალი, ქუთაისში სხვა უამრავი რაღაც კეთდება. ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა - მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პროექტი, რომელიც, მილიარდი ევრო ჯდება. რის წართმევაზე მელაპარაკებით, თქვენ ილაპარაკეთ იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ათასობით ადამიანს ართმევდა ბიზნესს, სახლებს და უნადგურებდა ოჯახებს. რაზეა საუბარი საერთოდ, რომელ მთავრობის სახლზე მესაუბრებით, მთავრობის სახლი არსებობს თბილისში. ეს ყველაფერი თქვენ ხომ კარგად იცით, იმიტომ გააკეთა, რომ აქციებისგან იყო დაღლილი სააკაშვილი, თქვენი ბელადი და ცხოვრობდა მშვიდად თავისთვის 500-მილიონიან სასახლეში მაშინ, როცა ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს ძალიან მძიმე გასაჭირი. ეს არის განსხვავება. მილიარდი კაცმა გადაიხადა 3 შენობაში, ქუთაისის პარლამენტი, სასახლე თბილისში და მთავრობის სახლი ქუთაისში და ჩვენ მილიარდი ევროს პროექტი განახორციელა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში და ამით შექმნა უნიკალური ევროპული ტიპის უნივერსიტეტი, პირველი ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი