ლიტვის რესპუბლიკაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიტვის ეკონომიკის მინისტრი, ევალდას გუსტასი დახვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე შედიან.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.