შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყვარლის სამმართველოს შენობაში ადგილობრივად დაფიქსირებული ინფორმაციით, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ ტყეში მოხდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
მეხანძრე-მაშველების გადმოცემით ხანძარი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე.
ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.