ირაკლი ღარიბაშვილი: ონი-საჩხერის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ონში მგზავრობას ხუთის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება
05-09-2021, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი 5 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

 

 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზა საჩხერიდან იწყება და ამბროლაური-ონის გზას უერთდება.

 

 

პროექტი 7 მონაკვეთად არის დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე, დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის. რეაბილიტაციამდე გზა გრუნტოვანი იყო, სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

 

 

სამუშაოების დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. პროექტის საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს.

 

 

პრემიერ-მინისტრთან ერთად ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაათვალიერეს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი