ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისი პროვოკაციები ღიმილისმომგვრელია.
„მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, გარემონტებულ ციხეში სხვათა შორის. ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ ყველას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და სტუმარი მიატოვა და მიწაზე იფორთხიალა. შემდეგ გახსოვთ ცნობილი კადრები, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით. ასე, რომ ნებისმიერი მისი რაღაც მორიგი სულელური პროვოკაცია ჩვენში მხოლოდ ღიმილს იწვევს. თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს, რატომ ვერ ჩამოდის, 9 წელი გავიდა. იმიტომ, რომ კურდღელია, ლაჩარი და მშიშარა კაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.