„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, თვითმფრინავი, რომელსაც თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი უნდა შეესრულებინა, პროტოკოლის შესაბამისად აფრენამდე შემოწმდა.
მისივე თქმით, ხარვეზი, რომელიც აფრენის შემდეგ დაფიქსირდა, უკვე გამოსწორებულია და რეისი შესრულდება.
„თვითმფრინავი ყოველთვის თავისი პროტოკოლით მოწმდება გაფრენამდე. შესაბამისი ინჟინერები, ტექნიკოსები ამოწმებენ თვითმფრინავს, რამდენად არის მწყობრში, მაგრამ ხდება ხანდახან, ეს არის ავიაციაში უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი, როდესაც შასი არ დაიხურა გაფრენისას და პროტოკოლის შესაბამისად, ხომალდის მეთაურმა უნდა დასვას თვითმფრინავი აეროპორტში, გაიაროს თავიდან შემოწმება, აღმოფხვრას ხარვეზი, მიიღოს ნებართვა და განახორციელოს ეს რეისი, რაც პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდა. საქმის კურსში ჩავაყენეთ ყველა შესაბამისი სამსახური, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სხვადასხვა უწყება. აქ ყველა ერთად ვართ, განვახორციელეთ თვითმფრინავის შემოწმება. ყველაფერი არის ნორმაში და რეისი შესრულდება ხარვეზის გარეშე“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.
მისი თქმით, პილოტი, რომელმაც უსაფრთხოდ განახორციელა თვითმფრინავის დაშვება, თემურ თოლომაშვილია.
„თემურ თოლომაშვილი, უმაღლესი ხარისხის პილოტია, რომელმაც მშვენივრად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება, განახორციელა დაჯდომა პროტოკოლის შესაბამისად, უზრუნველყო საწვავის დაწვა, რათა უსაფრთხოდ განხორციელებულიყო დაჯდომა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაისვენებს, ხოლო სხვა პილოტი განახორციელებს რეისს თბილისი-ვენა შემოწმებული თვითმფრინავით“, – აღნიშნა რომან ბოკერიამ, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, რეისი უახლოეს ერთ საათში განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.