მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ: ამ მატყუარა პატარა კაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ "ქოცების" ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის უკან ის დგას
06-09-2021, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერის დღევანდელი კომუნიკაცია მედიასთან, საკუთარ ტყუილებში დაკარგული, პატარა კაცის ნაბოდვარს ჰგავდა, რომელიც ტყუილში ამხილეს და გაბოროტდა. . . მაინც ვერ თქვა რომელია სიმართლე 7000 თუ 10000 დაგებული გზა", - აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და დასძენს, რომ "ამ მატყუარა პატარა კაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ "ქოცების" ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის უკან ის დგას".

 


"ტყუილში გამოჭერილმა ქვეყნის პრემიერმა დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ სისტემაზე, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა შექმნა და არაერთხელ გადაარჩინა, მასში მომუშავე ათიათასობით ადამიანზე ბოტების და ტროლების ენით ილაპარაკა.

 


დღეს ამ მატყუარა პატარა კაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ "ქოცების" ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის უკან ის დგას. საქართველოს პრემიერმინისტრმა, დღეს პრაქტიკულად დაადასტურა რომ თავადაც ბოტია.

 


ამ პრემიერმინისტრად წოდებულ ივანიშვილის მარიონეტს მისი უპასუხისმგებლო ბრალდებების გამო აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. დღევანდელ პრემიერს და ოცნების ლიდერებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ანაკლიის პროექტის ჩაგდების და საქართველოს მომავლის მოსპობის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ქართველი ხალხის ინტერესების ღალატისა და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის მცდელობის გამო.

 


2 ოქტომბერს ქართველი ხალხი მორჩება ოცნებას, ღარიბაშვილს, ივანიშვილს... და ჩვენ ყველა საქართველოს ახალი მომავლის შენებას დავიწყებთ!" - წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი