მეორე პილოტიც ცნობილია - Georgian Airways-ის ბოინგ 737 ეკიპაჟმა, ხომალდის მეთაურმა - თემურ თოლომაშვილმა და მეორე მფრინავმა, გიორგი გიუნაშვილმა ტექნიკური პრობლემის მქონე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დასვეს
06-09-2021, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

Georgian Airways-ის ბოინგ 737 ეკიპაჟმა, ხომალდის მეთაურმა - თემურ თოლომაშვილმა და მეორე მფრინავმა - გიორგი გიუნაშვილმა უმაღლესი პროფესიონალიზმის და შესაბამისი მომზადების დამსახურებით ტექნიკური პრობლემის მქონე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დასვეს.

 

 

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, თვითმფრინავი, რომელსაც თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი უნდა შეესრულებინა, პროტოკოლის შესაბამისად აფრენამდე შემოწმდა.

  

 

„თვითმფრინავი ყოველთვის თავისი პროტოკოლით მოწმდება გაფრენამდე. შესაბამისი ინჟინერები, ტექნიკოსები ამოწმებენ თვითმფრინავს, რამდენად არის მწყობრში, მაგრამ ხდება ხანდახან, ეს არის ავიაციაში უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი, როდესაც შასი არ დაიხურა გაფრენისას და პროტოკოლის შესაბამისად, ხომალდის მეთაურმა უნდა დასვას თვითმფრინავი აეროპორტში, გაიაროს თავიდან შემოწმება, აღმოფხვრას ხარვეზი, მიიღოს ნებართვა და განახორციელოს ეს რეისი, რაც პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდა“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი