6 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
06-09-2021, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 309 PCR ტესტით.

 


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 565 957-ს.

 

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.19%.

 

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 905 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 519 673.

 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 867 პირი ემსხვერპლა.

 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან:

 


თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

 

 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 031, აჭარაში - 843, იმერეთში - 1 102.

 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 572 პირი, მათ შორის, თბილისში - 687, აჭარაში - 179, იმერეთში - 340. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 241, აჭარაში - 47, იმერეთში - 35.

 

 

2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 124 - თბილისში, 712 - აჭარაში.

 

 

29 083 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 5.

 

 

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 131 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 526 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 133 პირი, აჭარაში - 4 520, იმერეთში - 3 664.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი