თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ჯოკია ბოდოკიას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს მიიღო.
პროკურატურა ჯოკია ბოდოკიას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენების გზით, ერთ-ერთ შპს-ს წარმომადგენელს დახმარებას პირდებოდა, რის სანაცვლოდაც თანხას სთხოვდა.
გამოძიების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ქრთამის სახით თანხის ნაწილი – 50 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.