კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 111 წლის ლეონილა გვაჯავა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.
ექიმ ბაჩო ბჟალავას განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს და თერაპიულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, იყო საშუალო სიმძიმის, ჟანგბადდამოკიდებული.
„111 წლის ქალბატონი კლინიკიდან დღეს გავწერეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. შესაბამისი მკურნალობის შემდგომ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.