ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
04-11-2015, 04:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს, ალგირდას ბუტკევიჩიუსს შეხვდა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ლიტვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

 


ირაკლი ღარიბაშვილს ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ლიტვის მთავრობის სასახლეში უმასპინძლა.

 


ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ასევე სამაგალითო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

 


შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი