13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღიბრაძის თქმით, სხვა დანარჩენი შეზღუდვები ამ ეტაპზე ძალაში რჩება.
მისი თქმით, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე. ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.