(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ალიონა ირიციან გაკვეთილის ჩატარების პროცესში - 2020 წლის დეკემბერი)
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა აღდგება მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლის 330 თუ 332 სკოლაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ამ სკოლებში უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. შევისწავლეთ ამ სკოლების რამდენ მოსწავლესა და მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია. რამდენი მასწავლებელია აცრილი. ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რომ ამ 330 თუ 332 სკოლაში დასწრებული სასწავლო პროცესი აღდგეს. იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი“, - აღნიშნა გამყრელიძემ და დაამატა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩუსაფრთხო სკოლების კონცეფცია“ ჩამოაყალიბა.
„რამდენიმე დღეში ეს კონცეფცია ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსთან ერთად იქნება განხილული და იქ ჩამოყალიბდება კრიტერიუმები მუნიციპალიტეტების სკოლებსა და დიდ ქალაქებში რა თანმიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა. როცა შევჯერდებით, შემდეგ ამას განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.