პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მეტრო უნდა გაფართოვდეს და აუცილებელია ლილოს, რუსთავისა და დიდი დიღმის მიმართულებით მეტროს ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო მანამ, სანამ მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ იქნება გამართული.
ამის შესახებ გახარიამ „ღამის კურიერში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„თბილისი უნდა გახდეს მეგაპროეტქების ქალაქი; თბილისი უნდა გახდეს ამბიციური პროექტების ქალაქი; თბილისი უნდა გახდეს რეგიონული ცენტრი, ამისთვის, ის იდეა, რომელიც დაიბადა ჯერ კიდევ 2016 წელს, ეკონომიკის სამინისტროში - თბილისის მეტროს დაკავშირების, ლილოსთან და რუსთავთან, არის განსახორციელებელი, ისევე როგორც დიდ დიღომთან.
ტრანსპორტს რაც შეეხება, სანამ, თბილისის მეტროს განვითარების სქემა სრულად არ იქნება ათვისებული, სრულად არ იქნება ათვისებული, ჩვენ თუ გვინდა, ჩვენი მოქალაქეები გადმოვსვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო, სანამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ იქნება დალაგებული. ამას, ამასთან ერთად სჭირდება შესაბამისი თანამედროვე ავტობუსები, შესაბამისი საჭირო რაოდენობა - 300 კი არა, 900. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მეტრო არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაზარდოს. ჩვენ ახალ მეტრო მიგდებული გვაქვს. მესმის, რომ ეს ძვირია, მაგრამ ჩვენ თბილისის მეტროს განვითარების ინფრასტრუქტურულად - კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი დიღომის მიმართულებით, ლილოს მიმართულებით და რუსთავის მიმართულებით - ამის დაფინანსების წყაროების მოძიებაც შესაძლებელი კი არა, ამის უკვე პროგრამა გვაქვს, გეგმა გვაქვს და გეტყვით, როგორ. თბილისი ეკონომიკურად თვითკმარი ქალაქია და თბილისმა უკვე უნდა დაიწყოს სესხება. ეს არის თბილისის მომავალი ჩარჩო. რა თქმა უნდა, ეს დეტალურად მზად გვაქვს და ჩვენს მოქალაქეებს წარვუდგენთ“, - თქვა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.