ვაქცინაციის საბჭოზე ბავშვთა იმუნიზაციის პროცესი განიხილეს - ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერების ვაქცინაციის წასახალისებლად სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს
08-09-2021, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა.

 


უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ბავშვთა იმუნიზაციის პროცესი, ქვეყანაში „სინოფარმის“ დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხი და ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც ვაქცინაციის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი.

 


შეხვედრაზე მინისტრმა მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი 70 წლის ზემოთ მოქალაქეებშია, ასევე, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშიც. სწორედ ამიტომ, პენსიონერების ვაქცინაციის წასახალისებლად ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

 


„ამ პროცესში ოჯახის ექიმების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დაევალებათ, რომ თავიანთ უბნებზე საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ნებაყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა.

 


გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის“,– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 


შეხვედრაზე მხარეებმა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა “სინოფარმს“ შაბათს მიიღებს, რეგისტრაცია კი ორშაბათიდან განახლდება.

 


იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება.

 


ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

 


გარდა ამისა, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან.

 


გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზიც, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

 


8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 366 678 აცრა ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი