ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ახალი ხედვა უკავშირდება სომხეთის სტაბილურ განვითარებას და სომეხი ხალხის კეთილდღეობას.
„მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ მოიპოვა. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწოს ახალი ერა სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის. მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც უკავშირდება მხოლოდ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას მისი ქვეყნის და სომეხი ხალხის კეთილდღეობას.
ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის რა თქმა უნდა, რული გამოწვევა იყო, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს.
მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. შესაბამისად, ჩვენს ამ საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ, ყველას, სამივე ქვეყანას, რეგიონის ქვეყნებს გვაერთიანებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერეის მიერ მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი რუკების გადაცემას, ეს წარმატებული პრეცედენტი, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მან სომხეთის პრემიერ-მინისტრს მზადყოფნა დაუდასტურა იმისა, რომ საქართველომ აქტიური მედიაციის როლი გააგრძელოს.
“მოგეხსენებათ, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონაწილეობით, მონდომებით, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამმა ქვეყანამ, სამმა ლიდერმა მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ასე რომ, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისა, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის საფუძველთა საფუძველია. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი თანამშრომლობის იდეები, ახალი პროექტები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.