საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
08-09-2021, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი წარმატებას და განვითარებას მოუტანს სომხეთს და სომეხ ხალხს.

 

 

“მე მინდა მივესალმო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მიხარია, რომ ჩემი ძვირფასი კოლეგა სტუმრობს დღეს თბილისს. მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებას და განვითარებას მოუტანს სომხეთს და სომეხ ხალხს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისში სტუმრობა კარგი შესაძლებლობაა რეგიონული და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხების განსახილველად.

 

 

„ღრმადპატივცემულო ბატონო პრემიერო, უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა საქართველოს დედაქალაქ თბილისში სტუმრობა, ვინაიდან ეს კარგი შესაძლებლობაა, შევხვდე კარგ მეგობრებს, განვიხილოთ რეგიონული და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას და მთავრობებს შორის არის მჭიდრო ურთიერთობები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს და გააუმჯობესებს ამ ურთიერთობების ხარისხს“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად გაგრძელდა. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში.

 

 

მხარეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ მედიაციაზე ისაუბრეს, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ: სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სერენ პაპიკიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, სომხეთს რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ხოლო, საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი