„ჩვენ მათ გაზს ვთავაზობდით და ისინი უარს ამბობდნენ“ - ზაქარეიშვილი თიბილოვის განცხადებას ეხმაურება
04-11-2015, 06:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „გაზპრომთან“ დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

 

 

 „ყოველი ზამთრის დადგომის წინ, ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ მზად ვართ აღვადგინოთ გაზის მიწოდება ახალგორის რაიონში. ისინი ელოდებიან რუსეთის გაზს. ამასობაში ყინავენ საკუთარ მოსახლეობას, სკოლებს, საავადმყოფოებს და ასე შემდეგ. მე არ ვიცი რა თქვა ბატონმა თიბილოვმა, მაგრამ ის თემა, რომ ჩვენ მათ გაზს ვთავაზობდით და ისინი უარს ამბობდნენ, ამაში ახალი არაფერია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 


შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტისგან ე.წ რესპუბლიკის გაზიფიკაციაში დახმარების პირობა მიიღო და ამ მიზნით „გაზპრომის“ ერთ-ერთმა ინსტიტუტმა გაზიფიკაციის სქემა შეიმუშავა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი