ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა
08-09-2021, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კონგერსმენებს ვიზიტისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


მინისტრმა ყურადღება აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, საერთო ინტერესებსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე გაამახვილა და აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისა და ერთობლივი გეგმების განხორციელებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა. შეხვედრაზე კონგრესმენებმა უკანასკნელ წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმების, ქვედანაყოფებში შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესის, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით დასრულებისა და ერთობლივი წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 


ამერიკელ სტუმრებთან საუბრის ერთ-ერთ თემას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები წარმოადგენდა.

 


ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მასპინძლობა ასევე თავდაცვის მინისტრმა გაუწია. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ქართულმა მხარემ აშშ-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი