"რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა დატოვა.
გვარამიას განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი არის დამონტაჟებული საუბარი.
„ხმა ჩემია, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის დამონტაჟებული საუბარი, ერთადერთი რისი დადასტურებაც დანამდვილებით შემიძლია ეს არის თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებული თხოვნა, იმიტომ რომ ის არის ჩემთვის ცნობილი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება დაცვის, მათ შორის პირადი დაცვის შესახებ ვესაუბრო. ჩვენ სააკაშვილის მეშვეობით ვიცნობთ ერთმანეთს. საუბარიც შედგა, მაგრამ დაცვა არ ამიყვანია, რადგან არ ჩავთვალე საბოლოო ჯამში საჭიროდ.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია გამომძიებლების კითხვებს დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.