საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილიდან წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.
ამასთან, დამატებითი სამედიცინო კვლევებისთვის მეუფე ზოსიმე ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.
ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, დღეგრძელობასა და მხნეობას“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.