ნატო უნდა დათანხმდეს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას - თინათინ ხიდაშელი
04-11-2015, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი გამოცემა The Wall Street Journal-ში აქვეყნებს სტატიას, სათაურით "საქართველო დასავლეთისგან სიგნალს ელოდება".

 


ხიდაშელი აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერასა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას.


"ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გვჭირდება ნატოს გაბედული გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე. კერძოდ, ნატო უნდა დათანხმდეს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ან განაცხადოს, რომ ასეთი გეგმა გაწევრიანებისთვის საჭირო არ არის. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება იმაზე, თუ რომელი დემოკრატიული ქვეყანა გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანში", - მიიჩნევს ხიდაშელი.

 


თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოება ჩართულობისა და პარტნიორობის პრინციპებს ეფუძნება, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი - მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

 


"არც ერთ ქვეყანას, აშშ-საც კი, არ შეუძლია მარტომ იმოქმედოს მსოფლიო დამცველად. პარტნიორობა ქართულ დნმ-შია ჩადებული. სწორედ ამიტომ ვართ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი", - წერს ხიდაშელი.

 


"გვესმის, რომ მყარი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფუძველზე. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება ასევე მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომელიც შიდა სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს თავისი შიდა პრობლემები აქვს. მაგრამ დემოკრატიისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დავის მიღმა, ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ამბიციების მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ ევროკავშირსა და ნატო-ში უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა შეუქცევადია“ - მიიჩნევს თავდაცვის მინისტრი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი