„მაჩხომერზე“ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
10-09-2021, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე ,,მაჩხომერის’’ მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

 


მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი ნანა პაპუაშვილი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგები თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი, ასევე იტალიელი არქეოლოგი ემანუელ ინტაგლიატა. აქ გამოვლინდა რიგი ისეთი არტეფაქტებისა, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ობიექტს.

 

 

 

 

მნიშვნელოვანია აქ მოპოვებული 12 სხვადასხვა ქვის ფრაგმენტი და ერთი სრული - 18-სტრიქონიანი ლოდი, რომლებზედაც ბერძნული მთავრული ასოებით შესრულებული წარწერებია დატანილი. ამ წარწერებმა მიიპყრო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება, რასაც ადასტურებს 2020 წელს გერმანიაში, ჟურნალ ,,Zeitschrift fuer Papyrologie und Epigrafik’’-ში (214) და აგრეთვე პოლონეთში ჟურნალ ,,PRO GEORGIA journal of kartvelologikal studies (N30) გამოქვეყნებული სტატიები.

 

 

,,მაჩხომერი’’ ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია. აქ აღმოჩენილი წარწერების მიხედვით იგი VI საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. კვლევის პროცესში შეიძლება ეს ძეგლი კიდევ უფრო ძველ პერიოდს მიეკუთვნოს.

 

 

,,მაჩხომერის’’ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია გაეცნო. სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ტარდება.

 

 

ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი