პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვარს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.
მათივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღესვე, თაიგულით შეამკო 1918-1921 საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი ვილნიუსში.
1918 წლიდან, დათიკო მაჭავარიანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის კაპიტანი და აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. 1918-1921 წლებში, იგი საქართველოს საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავად ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.