ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 987 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 396 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 533 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 579 031-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.50%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 762 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 536 321.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 146 პირი ემსხვერპლა.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 177, იმერეთი - 422, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 150, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 244, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 34 538, საიდანაც:
• 6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 716, იმერეთში - 1 099.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 165, იმერეთში - 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 37, იმერეთში - 28.
• 1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 - თბილისში, 472 - აჭარაში.
• 26 544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 87 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 7.
• სულ 6 ოქტომბრიდან - 10 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 141 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 303 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 523 პირი, აჭარაში - 3 410, იმერეთში - 3 204.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.