გიორგი გახარია: რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იმიტომ, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, მოქალაქეების ნდობა, რომ ღირსეულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებს
11-09-2021, 11:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, რადგან „მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, მოქალაქეების ნდობა, რომ ღირსეულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებს“.

 

 

„არც ერთხელ არ მითქვამს, რომ მუნიციპალური არჩევნების პროცენტებზე ან შედეგებზე იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იმიტომ, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, მოქალაქეების ნდობა, რომ ღირსეულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებს.

 


„რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ამომრჩეველი - საქართველოს მოქალაქე იღებს ამ გადაწყვეტილებას, მარტივია! არასოდეს, არც ერთხელ არ მითქვამს და არ დამიკავშირებია რიგგარეშე არჩევნების გარდაუვალობა მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან - პირიქით, მე ვამბობ რომ მუნიციპალური არჩევნების შედეგებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არ ჩატარებასთან საერთოდ არანაირი ლოგიკური კავშირი არ აქვს. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დღევანდელ მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, ლეგიტიმაცია, - სამართლებრივი და საარჩევნო ლეგიტიმაცია კი არა - მოქალაქეების ნდობა, რომ ღირსეულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებს.



„პანდემია იქნება ეს, ეკონომიკა თუ სხვა რეგიონალური გამოწვევები - ამას ვერ უპასუხებენ მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ნდობა აქვთ დაკარგული! მარტივ მაგალითს გეტყვით - დღევანდელი მთავრობა ჩემდა სამწუხაროდ - ვერც ერთ დარგში ნორმალურ სტრუქტურულ რეფორმას ვერ ჩაატარებს, ან ამ რეფორმის ფასი იქნება ნული, იმიტომ, რომ ნდობის პრობლემაა. თორემ, მე არც ერთხელ არ მითქვამს, რომ მუნიციპალური არჩევნების პროცენტებზე ან შედეგებზე იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნები - არა!“ - განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი