Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 23 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 226 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 379 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 838 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 580 869-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.48%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 541 610.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 185 პირი ემსხვერპლა.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 72, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 198, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 31 048, საიდანაც:
• 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 719, იმერეთში - 1 073.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 172, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 37, იმერეთში - 25.
• 1 690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 944 - თბილისში, 434 - აჭარაში.
• 23 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 82, ხოლო აჭარაში - 7.
• სულ 6 ოქტომბრიდან - 11 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 144 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 754 პირი, აჭარაში - 3 297, იმერეთში - 3 171.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.