"ჩვენ ერთად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ - 7 გამარჯვება 7 არჩევნებში არის ჩვენს ანგარიშზე და ახლა ჩვენ ვემზადებით, რომ მე-8 ძლიერი გამარჯვება მოვიპოვოთ 2 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს ქალბატონმა ანივარდ მოსოიანმა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნინოწმინდაში, მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას.
"თქვენ გყავთ გამორჩეული მერი და ქალბატონი ანივარდი არ არის მხოლოდ გამორჩეული მერი ნინოწმინდაში და ამ რეგიონში, შეიძლება ითქვას, რომ მისი ეფექტურობით, მუშაობის უნარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამორჩეული, მოწესრიგებული ქალბატონი და მერი, ძალიან ძლიერი მმართველი. მე მჯერა, რომ ნინოწმინდა მხარს დაუჭერს ქალბატონ ანივარდს, იმიტომ რომ მას ალტერნატივა არ ჰყავს, იგი გაიმარჯვებს ძლიერად და გააგრძელებს თქვენს მსახურებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნინოწმინდის მოქმედმა მერმა და ამავე დროს მერობის კანდიდატმა, ანივარდ მოსოიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტმა დიდ პროგრესს მიაღწია.
"მხოლოდ ერთი შეხედვაც კმარა, რომ დავინახოთ, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. თუნდაც ავიღოთ ბოლო 4 წელი, როდესაც მე ვიმუშავე თქვენთან ერთად და რამდენი წარმატებული პროექტი ერთად განვახორციელეთ, თითოეული ამ წარმატების უკან დგახართ თქვენ, ჩემო ნინოწმინდელებო, მადლობა ამისთვის.
მე და ჩემს გუნდს გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ნინოწმინდა უფრო ეფექტური, განვითარებული და წარმატებული. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალგაზრდების ხელშეწყობაა, მათ განვითარებაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნვაა. მწამს, რომ ნინოწმინდა გახდება ქალაქი, სადაც ახალგაზრდებს ყველა სფეროში ექნებათ წარმატების მიღწევის საშუალება; ქალაქი, რომელშიც ხანში შესული მოქალაქეების ყოველდღიურობა ნაკლებ სირთულესთან იქნება დაკავშირებული; სადაც საკმარისი სამუშაო ადგილები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არათუ სხვა ქვეყნებში, საქართველოს სხვა ქალაქსა თუ რაიონშიც კი აღარ დასჭირდებათ სამუშაოდ წასვლა", - განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.