ანივარდ მოსოიანი: ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ზედიზედ მეორედ ვიყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი
12-09-2021, 20:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ზედიზედ მეორედ ვიყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდსა და ლიდერებს“, - განაცხადა ნინოწმინდის მერობის კადიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ანივარდ მოსოიანმა მისი წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

 


„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ჩვენი გუნდის წევრებსა და თითოეულ მოწვეულ სტუმარს და ჩემს ძვირფას ნინოწმინდელებს.

 


ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ზედიზედ მეორედ ვიყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდსა და ლიდერებს!

 


წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო ადამიანებზე ზრუნვა, ჩემს მოსახლეობაზე ზრუნვა. ამით ვამაყობ და მინდა თქვენთან ერთად, ჩემო ნინოწმინდელებო, შევქმნა ნინოწმინდის წარმატებული ხვალინდელი დღე.

 


მხოლოდ ერთი შეხედვაც კმარა, რომ დავინახოთ, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. თუნდაც ავიღოთ ბოლო 4 წელი, როდესაც მე ვიმუშავე თქვენთან ერთად და რამდენი წარმატებული პროექტი ერთად განვახორციელეთ, თითოეული ამ წარმატების უკან დგახართ თქვენ, ჩემო ნინოწმინდელებო, მადლობა ამისთვის.

 


მე და ჩემს გუნდს გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ნინოწმინდა უფრო ეფექტური, განვითარებული და წარმატებული. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალგაზრდების ხელშეწყობაა, მათ განვითარებაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნვაა. მწამს, რომ ნინოწმინდა გახდება ქალაქი, სადაც ახალგაზრდებს ყველა სფეროში ექნებათ წარმატების მიღწევის საშუალება; ქალაქი, რომელშიც ხანში შესული მოქალაქეების ყოველდღიურობა ნაკლებ სირთულესთან იქნება დაკავშირებული; სადაც საკმარისი სამუშაო ადგილები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არათუ სხვა ქვეყნებში, საქართველოს სხვა ქალაქსა თუ რაიონშიც კი აღარ დასჭირდებათ სამუშაოდ წასვლა.

 


ოთხი წლის წინ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი სწორედ თქვენი მხარდაჭერით გავხდი, რის შემდეგაც, დღემდე, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ვიცი, როგორ გიყვართ თქვენი მხარე, როგორ აფასებთ მას და კარგად მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი უშუალო მონაწილეობა ნინოწმინდის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში. შესაბამისად, გპირდებით, ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თქვენთან აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია.

 


კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ნდობისთვის. 2 ოქტომბერს თქვენი იმედი მაქვს! ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - თქვა ანივარდ მოსოიანმა.

 


მან სცენაზე მოიწვია ნინოწმნდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაღინაკ არზუმანიანი, ასქანაზ მარკოსიანი, გევორკ ისოიანი, გიორგი ჩაპანიანი, ვალერი ბეზოიანი, სერგეი ადუმიანი, შირაზ ხოდიკიანი, გრიგორი შამილიანი, არნაკ ჰახვერდიანი, სამველ დარბინიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი