13 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13-09-2021, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 17 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 442 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 750 PCR ტესტით.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 946 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 581 815-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 351 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 545 916.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 233 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა - 120, იმერეთი - 133, ქვემო ქართლი - 38, შიდა ქართლი - 36, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 595, საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 076.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში - 576, აჭარაში - 170, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 35, იმერეთში - 25.

 

1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 404 - აჭარაში.

 

19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 4.

 

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 146 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი