„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგანან საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში“- პრემიერი
04-11-2015, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგანან საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსში, ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

 


ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და ქართველ ოფიცრებს შეხვდა, რომლებიც ლიტვის თავდაცვის სამინისტროს აკადემიაში სწავლობენ. სამხედრო სასწავლებელში ინგლისური ენისა და საშტაბო-სამეთაურო კურსს 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის.

 


„საქართველო ნატოს რიგით მეორე კონტრიბუტორია და ჩვენ გვყავს საამაყო ჯარისკაცები, რომლებიც თქვენს გვერდით დგანან. აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენ გავხსენით ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი და განვაგრძობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმას. ჩემთვის დიდი პატივია ვილნიუსში ჩვენს ახალგაზრდა ჯარისკაცებთან შეხვედრა, რომლებიც ემსახურებიან საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 


ცენტრის საქმიანობის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა პრეზენტაცია წარუდგინა. მისი განმარტებით, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე სამეცნიერო, ტექნიკური და აკადემიური ექსპერტიზისა და ანალიზის წარმოება და ნატო-ს სტრატეგიული სარდლობის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური რჩევებით უზრუნველყოფა.

 


პოლკოვნიკმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მიერ ცენტრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ნატო“-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის წევრი სახელმწიფოები არიან - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, იტალია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და საქართველო. საქართველო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს 2014 წლის 16 ოქტომბერს შეუერთდა. ორგანიზაციაში საქართველო, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, "დელტას" ექსპერტით არის წარმოდგენილი.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან და შტაბის წევრებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი