გიორგი გახარია: „ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე კატეგორიულად მიუღებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას“
13-09-2021, 19:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,რაც ახლა ხდება, ეს კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში - ეს ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მხრიდან ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში გამოყენების მცდელობებიც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად.

 


მისი თქმით, რაც დღეს ხდება, მიმართულია ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფო, ასევე, სასულიერო ინსტიტუტების რისკის ქვეშ დასაყენებლად, დასაზიანებლად და ეს მიუღებელია.

 


„ეს ზეპარტიული საკითხია. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური პოზიცია გვიკავია - ყველა უნდა გავერთიანდეთ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებას. წარმოგიდგენიათ ახლა რას ნიშნავს როდესაც მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არავინ იცის სიმართლეა, არ არის სიმართლე ან ეს ინფორმაცია საერთოდ საიდან მოვიდა, ან კიდევ რა ინფორმაცია არსებობს? - წარმოუდგენელი რამ ხდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


პარტია ,,საქართველოსთვის“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მედიაში მსგავსი ინფორმაციის გავრცელებაც და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა და საკუთარი ინფრასტრუქტურის ვერ დაცვა საგანგაშოა.

 


„დღევანდელი მონაცემებით საერთოდ შეუძლებელია საუბარი ვის ინტერესებს ემსახურება, რა არის აუთენტური - რა არ არის, ამ ყველაფრის ლოგიკა რა არის, მაგრამ ფაქტი ერთია - ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად არის მოშლილი. როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემიდან, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დგას ამ ინსტიტუტებზე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. სახელმწიფო ელემენტარულ საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, რომ მოქალაქე დაიცავს. ოკუპაციას გაუმკლავდება კი არა, თავის ინფრასტრუქტურას ვერ იცავს. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საგანგაშო“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი