ცესკო: ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა დღეს იწურება
14-09-2021, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს, 14 სექტემბერს, 18:00 საათზე ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება. ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ამომრჩევლებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმონ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები.

 


„იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.

 


ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო არაერთ სერვისს გთავაზობთ: შეგიძლიათ ეწვიოთ ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი მონაცემები და გადაამოწმოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაცემები .ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველს შეუძლია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით.

 


ასევე, შეგიძლიათ, მიხვიდეთ იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც ხართ რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცესკოს სატელეფონო ცენტრის შემდეგ ნომერზე – 2 51 00 51.

 


ასევე შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადმოგვცემს განახლებულ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დგება ამომრჩეველთა ერთიანი სია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

 


კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ, რაც 2 ოქტომბერს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები“, - აცხადებენ ცესკო-ში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი