ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს
14-09-2021, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეში”, სადაც იგი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა კერამიკული აგურის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის თანამშრომლებს გაესაუბრა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტემ“ ქარხნის ესპანეთიდან საქართველოში გადმოტანის გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. კომპანია სარგებლობს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო კრედიტის 900,000 ლარიანი თანადაფინანსებით და საკრედიტო - საგარანტიო სქემის 2,55 მლნ ლარის ოდენობის კომპონენტით.

 

 

საწარმოს ჯამური ინვესტიცია 11,4 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია დღეში 120 ტონა აგურს აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

 

 

პრემიერ-მინისტრთან ერთად კერამიკული აგურის მწარმოებელ ქარხანაში იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი