ირაკლი ღარიბაშვილი: ვიხილე პროვოკაციული გამოსვლა მასხარა სააკაშვილის, რომელიც გამოდის და ჩვენს ღირსეულ და ამაყ ჯარს მოუწოდებს
14-09-2021, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ ერთ-ერთი მორიგი პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა ვიხილე მასხარა სააკაშვილის, რომელიც გამოდის და ჩვენს ღირსეულ და ამაყ ჯარს მოუწოდებს; მისგან არაფერი გვიკვირს, მაგრამ ჩვენ მისი მორიგი პროვოკაციული გამოსვლა ვნახეთ და საუბრობს ჯარზე, რომ ე.ი. „ქართულ ოცნებას“ თურმე როგორი დამოკიდებულება აქვს ჯარის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა მისი თავდაცვის მინისტრობისას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

 


„მე მერგო პატივი და ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რაც ჩვენ გავაკეთეთ და დავიწყეთ სამუშაოები ბოლო ერთ წელში, არ გაკეთებულა მრავალი ათეული წელი - ყველა ბაზის თანამედროვედ მოწყობა ევროპული, ნატოს სტანდარტების მიხედვით; აღჭურვა, შეიარაღება, წვრთნები და ყველა მიმართულებით გვქონდა არნახული პროგრესი. სააკაშვილის დროს, კარგად გახსოვთ როგორ ექცეოდნენ ჯარს. თავად ეს ლაჩარი კაცი, რომელიც კარგად ვნახეთ ომში როგორ მოიქცა. ჯერ თავი დაამახსოვრა მთელ მსოფლიოს „ჰალსტუხების“ ჭამით და შემდეგ ვნახეთ კარგად მიწაზე გართხმული, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად. დღეს, ისევ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, იმუქრება რაღაც პროვოკაციების მოწყობით და ა.შ. ვერ შეარყიეს სახელმწიფო. ბოლო 9 წელია, იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, მაგრამ ვერ შეარყიეს. ყველა არჩევნებში ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ღირსეულად და დამაჯერებლად, 7 არჩევნებში და ახლა ცდილობენ გარკვეული მანიპულაციებით, თავიანთი ბინძური ხელწერით დესტაბილიზაციის შემოტანას, შფოთვის შემოტანას, საზოგადოების დაძაბვას და ამ ფსიქოლოგიური ომის მასშტაბების გაზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი