Le Monde-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ფრანგული გამოცემა ქვეყანაში ოპოზიციის მდგომარეობაზე წერს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე მიტანილ იერიშად აფასებს.
სტატიაში, რომლის ავტორი ბენუა ვიტკინია საუბარია “რუსთავი-2”-თან დაკავშირებულ დავაზე,” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევაზე, წამების ვიდეოების საჯარო ჩვენებაზე, ფარული ჩანაწერებზე და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე.
სტატიის ავტორი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცედურებზეც საუბრობს და ამ საკითხს, სააკაშვილის „დამოკლეს მახვილს“ უწოდებს.
ვიტკინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესახებაც საუბრობს და მას მილიარდერი ივანიშვილის მარიონეტად მოიხსენიებს. მისი თქმით, ღარიბაშვილმა, ძალადობის საწინაღმდეგო მოწოდებისას, თავად გააკეთა ძალადობრივი მოწოდებები:
„პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად აღიქმება, პოლიტიკისადმი ძალადობრივი მოპყრობა დაგმო და მოქალაქეებს სიწყნარისკენ მოუწოდა. თუმცა, თავად ღარიბაშვილმა მრავალი ძალადობრივი მოწოდება გააკეთა, როდესაც 22 ოქტომბერს თქვა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ "პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს"- წერს ავტორი და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე დაყრდნობით ძალადობაში ხელიუფლების კვალის არსებობაზე მიუთითებს.
ამასთანავე. ვიტკინს ენმ-ს საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას სიტყვებიც მოჰყავს, სადაც ბოკერია „რუსთავი-2“-ზე შეტევას რეპრესიების ახალ ეტაპად განიხილავს და აცხადებს, რომ მართმსაჯულების მიმართ რწმენის დაკარგვის ფონზე, ოპოზიცია თავდაცვის მრავალ სცენარს განიხილავს:
"ჩვენ მართლმსაჯულებაში არანაირი რწმენა არ გვაქვს. შესაბამისად, თავდაცვის მრავალ სცენარს განვიხილავთ. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს არ იღებს და არც პარტიას მართავს ტელეფონით", - აცხადებს ბოკერია.
სტატია დასავლელი დიპლომატის სიტყვებით სრულდება, რომლის ვინაობაც მითითებული არაა "ჩვენ ის უნდა შევაფასოთ, ვინ ასხამდა ცეცხლზე ნავთს ბოლო პერიოდში. რაც შეეხება სააკშვილს, ის შესაძლოა, ცდილობდა მისი თანაპარტიელების აჟიტირებას, მაგრამ ამ ხაზს არავინ გაჰყოლია. ვფიქრობ, ეს უფრო ხელისუფლების პანიკას ჰგავს, რომელმაც არჩევნების მოახლოება იგრძნო და გადარჩენილი ოპოზიციის განადგურებას ცდილობს."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.