როდესაც გიორგი გახარია იყო შს მინისტრი, მაშინ სად იყო ალექსანდრე ხოჯევანიშვილი?! ვინ იყო გახარია? გახარია რომ ვიცე-პრემიერი იყო და ჩვენი ყველასი, ძალოვანი სტრუქტურების კურატორი, ეს თქვენ ხომ იცით?! - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ თეა წულუკიანმა სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წინა არჩევნების პერიოდში სამიზნე ცესკო იყო, ახლა კი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებია.
„მივხვდი იმას, რომ ეს ტელევიზიები არიან ინსტრუმენტი, რათა არჩევნების წინ ქვეყანაში ფსიქოზი დამკვიდრდეს, რომ არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ჰქონდეს ნდობა. ჟვანიას მიერ არცთუ ისე ცუდად მართული პროცესი, როდესაც ადამიანებმა 5-ს 5 ვერ მიუმატეს, რომ ათია და ამით მათ წყალი დაასხეს „ისფედის“ გამყალბებელ საქმიანობაზე - ცესკო იყო წინა არჩევნების მთავარი სამიზნე და შეურყიეს მდგომარეობა, ახლა - სახელმწიფო ინსტიტუტები“, - განაცხადა წულუკიანმა.
მან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად კი გიორგი გახარიას თანაპარტიელის, კახა ქემოკლიძის განცხადებები გააკრიტიკა, რომელმაც სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე თქვა, რომ „გასაოცარი დანაშაულია ჩადენილი და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.
„როდესაც რამდენიმე თვე და წელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობ და როდესაც ამ სამსახურის უფროსის მოადგილე შენი თანაგუნდელია და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ, ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც ყველა მათგანის ხელმძღვანელია ბატონი გახარია და იმ დროს მათ შორის ჩემიც იყო. მე რომ ჩუმად ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს. მე ვსვამ კითხვებს და აღმაშფოთებელია ასეთი ზედაპირული საქციელი.
მე რომ დებატი არ მინდოდა მათ ეს იციან, მაგრამ თუ დებატი გვინდა, დებატი და კითხვები არის ეს! როდესაც შენ სუს-ში მსახურობდი, როდესაც შენი თანაგუნდელი და წამყვანი ფიგურა, ვგულისხმობ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელიც “დავგუგლოთ“ - ვანო მერაბიშვილს უდგას გვერდით და ავალებს, ორი „ტრუპი“ მომიყვანეო. ეს „მეტრუპეები“ იყვნენ ხელისუფლებაში. ახლა რაღაც ტაბუა - მესმის ჩემი გუნდის წევრების, შესაძლოა, ეუხერხულებათ ამაზე საუბარი, რომ მაინც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. როდესაც გიორგი გახარია იყო შს მინისტრი, მაშინ სად იყო ხოჯევანიშვილი?!“ - განაცხადა წულუკიანმა, რომლის კომენტარს "იმედინიუს.ჯი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.