15 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
15-09-2021, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 32 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 866 PCR ტესტით.

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 515 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 587 551-ს.

 

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.32%.

 

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 829 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 551 780.

 


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 347 პირი ემსხვერპლა.

 


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი - 338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

 


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 398 საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 346, აჭარაში - 661, იმერეთში - 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 156, იმერეთში - 348. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 24, იმერეთში - 30. 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 707 - თბილისში, 375 - აჭარაში. 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 2.

 


სულ 6 ოქტომბრიდან - 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.

 


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი