„არც ერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალებები მოაწყოს“ - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, თქვენ რომ შეგეძლოთ თავისუფლად მუშაობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ზუსტად ეს არის ის მიმართულებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და რასაც აბსოლუტურად ვეთანხმებით.
საქართველო მათი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა და ეს პროცესები რაც მიდის, თუნდაც "რუსთავი-2"-თან მიმართებაში, თქვენ იცით, რომ დიდი ინტერესია ამ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. გარკვეულ დაჯგუფებებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს, სათავისოდ გამოიყენოს "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტები.
ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ. ჩვენ მოვისმინეთ ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც უკრაინაში იქნა გავრცელებული. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ, ჟურნალისტები ბრმა იარაღად იყოთ გამოყენებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.