ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ამ შეთქმულებაში მონაწილე პირს, ყველა მოღალატეს და მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს
15-09-2021, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელს ამ შეთქმულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩანაწერების საქმეს ეხებოდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს.

 

 

„ჩვენს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის. ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ამ ტყუილ-მართალს და ახდენთ დისკრედიტაციას ეკლესიის და მღვდელმთავრების. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა.

 

 

ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის, იმიტომ, რომ იციან რა, ისინი მარცხდებიან, თანაც სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში. ერთი მხრივ, ვუყურებთ, რომ არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იმიტომ, რომ იციან, აზრი არ აქვს მათ ჩართულობას ამ არჩევნების კამპანიაში, იმიტომ, რომ აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნულია არჩევნების მეორე დღისთვის, რომ რაღაც გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღესაც და არჩევნების მეორე დღეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას. ყველა ამ შეთქმულებაში მონაწილე პირს, ყველა მოღალატეს და მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს.

 


მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეფასება და არ გამოგყვებით ამ პროვოკაციულ კითხვაზე. თქვენი ხელწერა, ნაციონალური მოძრაობის, სააკაშვილის და სამწუხაროდ, სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ სააკაშვილის დიდ გუნდს, არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი