საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10.0 პროცენტზე დატოვა
15-09-2021, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტს შეადგენს.

 


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში, პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა. საქართველოშიც აგვისტოს წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი – 12.8 პროცენტი, შეადგინა. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ძირითადად, კვლავ ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განაპირობებს. წინასწარი შეფასებით, მსგავსი ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდადი დინამიკა გლობალურად აძვირებს იმპორტულ პროდუქციას. აგვისტოს მონაცემებით, მიუხედავად ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებისა, იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.7 პროცენტამდე დაჩქარდა, რაც ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მატებას (8.2 პროცენტი) მნიშვნელოვნად აღემატება. რაც შეეხება შიდა მოთხოვნას, ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდის ტემპმა მოიმატა, თუმცა ის ამ ეტაპზე ზომიერია და მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზემოქმედებას არ ქმნის. ამასთან, სესხების ზრდა და მოთხოვნაზე მისი გავლენა ეროვნული ბანკის განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

 

 

მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი ფაქტორების წვლილი ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელი იქნება და ამასთან, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, კომიტეტმა განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა. მიმდინარე წლის დეკემბერში, და მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე დამატებითი გავლენა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტს ექნება. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.

 


საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტი წლიურად 26 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 7 პროცენტით აჭარბებს. საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი პირველ რვა თვეში წლიურად 46 პროცენტით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირება 69 პროცენტია. გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც და იანვარ-აგვისტოში მისი 21-პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 1 პროცენტით აღემატება.

 


საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

 


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება.

 

კომენტარები: 1
#1   Adriene
      
I'm really enjoying the design and layout of your blog.
It's a very easy on the eyes which makes it much more pleasant for me to
come here and visit more often. Did you hire out a designer to
create your theme? Fantastic work!

my site :: Daniella
8 ნოემბერი 2021 22:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი