გიორგი გახარია: თანამდებობის პირები პრემიერიდან დაწყებული, მერით და პარტიის თავმჯდომარით გაგრძელებული ეწყობიან და რაღაც მინიშნებებს აკეთებენ - ამას ჰქვია ბინძური ნეგატიური პროპაგანდა არჩევნების წინ
16-09-2021, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირებიდან მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებზე.

 


„სამწუხაროდ, ოცნებას ამ ბოლო პერიოდში ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს რომ როგორმე თავის პასუხისმგებლობას გაექცეს - თან ასე ირიბად დააბრალოს, რომ მერე რო ეტყვი - მაბრალებ? - არა მე ეგ არ მიგულისხმიაო. თუ დაბრალება უნდათ, რაც უნდათ ის დაგვაბრალონ, წავიდნენ გამოძიება დაიწყონ. არავის არ ეშინია აი ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის. მე ერთი რამე მინდა გითხრათ - აი იმ ადამიანების გვარებს, რომლებსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების - ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, კახა ქემოკლიძის, კახა საბანაძის - ეს ღირსეული ადამიანები არიან ,რომლებიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში ემსახურებიან და ბევრ მათგანს ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს - იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის რაც ამ ხალხს გაუკეთებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ ოცნებას საქმეზე ლაპარაკი არც უნდა და არც შეუძლია და მათ შესაძლებლობებში მხოლოდ მუქარა და ჭორაობა შედის.

 


„ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ ხმამაღალი განცხადებებით წესრიგს დაამყარებენ და რაღაცას იზამენ, ან ვინმეს ეშინია - არავის არ ეშინია. პირიქით - დროზე დაიწყონ გამოძიება, იმის მაგივრად რომ ერთი დღის დაწყებულ გამოძიებაზე თანამდებობის პირები ეწყობიან პრემიერიდან დაწყებული, მერით და პარტიის თავმჯდომარით გაგრძელებული და რაღაც მინიშნებებს აკეთებენ - ამას ჰქვია ბინძური ნეგატიური პროპაგანდა არჩევნების წინ. იმიტომ, რომ სხვა რესურსი ხომ არა აქვთ, საქმეზე ლაპარაკი ხო არ უნდათ და არ შეუძლიათ - ერთადერთი რაც შეუძლიათ აი ეს ჭორაობა და მუქარა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ მუქარის არავის არ ეშინია - გადაეცით, რომ მაგათი მუქარის არავის არ ეშინია. განსაკუთრებით იმ მუქარების, რომლებსაც ამაგრებენ ტყუილებით და ჭორებით.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი